ჩვენს ვებგვერდზე www.loopa.ge-ზე ან Loopa-ს აპლიკაციაში ვიზიტის დროს ვალდებული ხართ გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას. შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელდეს ცვლილებები და დამატებები, შესაბამისად მოგიწოდებთ, რომ პერიოდულად გადაამოწმოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა.
მომხმარებელი, რომელიც Loopa-ს საკუთარი სურვილით მიაწოდებს პერსონალური ხასიათის ინფორმაციას, ის ავტომატურად ანიჭებს უფლებამოსილებას Loopa-ს გამოიყენოს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები შენახვისა და დამუშავების მიზნით.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განსაზღვრავს Loopa-ის მომხმარებელთა პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების წესს, მიზნებს, გამოყენებისა და შენახვის პირობებს. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) საფუძველზე, Loopa-ის მიზანია მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვა.
წინამდებარე დოკუმენტი (კონფიდენციალურობის პოლიტიკა) წარმოადგენს Loopa-ს ვებგვერდით ან აპლიკაციით სარგებლობის წესებისა და პირობების განუყოფელ ნაწილს, რომელიც არის ორმხრივი მავალდებულებელი დოკუმენტი.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
- loopa.ge (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებგვერდი“ „აპლიკაცია“) – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შპს „ლუპა ნეთვორქ“, საიდენტიფიკაციო კოდი 404774847, რეგისტრირებული: საქართველო, ქ. თბილისი, კრწანისის რაიონი, კრწანისის I ჩიხი, N 3, ბ. 1;
- პერსონალური მონაცემი – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს უკავშირდება. ფიზიკური პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, მათ შორის, სახელით, გვარით, საიდენტიფიკაციო ნომრით, გეოლოკაციის მონაცემებით, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემებით, ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, გენეტიკური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური მახასიათებლით;
- მონაცემთა დამუშავება – მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, მათზე წვდომა, მათი ფოტოგადაღება, ვიდეომონიტორინგი ან/და აუდიომონიტორინგი, ორგანიზება, დაჯგუფება, ურთიერთდაკავშირება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება, აგრეთვე მონაცემთა გამჟღავნება მათი გადაცემით, გასაჯაროებით, გავრცელებით ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომით;
- მონაცემთა სუბიექტი (შემდგომში მომხმარებელი) – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებაც მუშავდება მონაცემები;
- მონაცემთა სუბიექტის (მომხმარებლის) თანხმობა − მონაცემთა სუბიექტის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე აქტიური მოქმედებით, წერილობით (მათ შორის, ელექტრონულად) ან ზეპირად, თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული ნება;
- დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც ინდივიდუალურად ან სხვებთან ერთად განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, უშუალოდ ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის მეშვეობით ახორციელებს მონაცემთა დამუშავებას;
- დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი − ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, რომელიც მონაცემებს ამუშავებს დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის ან მისი სახელით. დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად არ მიიჩნევა დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირთან შრომით ურთიერთობაში მყოფი ფიზიკური პირი; წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის დამუშავებაზე უფლებამოსილ პირად ასევე მიიჩნევა შპს “ლუპა ნეთვორქ” (საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, საიდენტიფიკაციო კოდი: 404774847, რეგისტრირებული: საქართველო, თბილისი, კრწანისის რაიონი, კრწანისის I ჩიხი, N 3, ბ. 1);
- მესამე პირი – ფიზიკური პირი, იურიდიული პირი ან საჯარო დაწესებულება, გარდა მონაცემთა სუბიექტისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა, დამუშავებაზე უფლებამოსილი პირისა, სპეციალური წარმომადგენლისა და იმ პირისა, რომელიც უფლებამოსილია დაამუშაოს მონაცემები დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის პირდაპირი დავალებით;
- პირდაპირი მარკეტინგი – ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
- ანგარიში / პროფილი – მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ციფრული იდენტობა, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ახორციელებს პლატფორმაზე ავტორიზაციას, მართავს კურსებს, ჯგუფებს, გამოწერებს და სხვა აქტივობას.
- კურსი / ციფრული კონტენტი – ნებისმიერი სასწავლო მასალა (ვიდეო, ტექსტი, აუდიო, სლაიდები და ა.შ.), რომელიც ავტორმა განათავსა პლატფორმაზე და რომელიც განკუთვნილია მომხმარებლისთვის წვდომის/სწავლისთვის.
- გამოწერა / გამოწერის გეგმა – მომსახურების მიღების ფორმა, რომელიც მოიცავს პერიოდულ გადასახადს და უზრუნველყოფს წვდომას გარკვეული კურსების ან ჯგუფების შინაარსზე.
- ტრანზაქცია – ფინანსური ოპერაცია, რომელიც ხორციელდება მომხმარებლის მიერ მომსახურების შესაძენად ან/და ავტორისთვის ანაზღაურების ჩასარიცხად.
- სესიების მონაცემები / ლოგები – ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლის აქტივობებთან პლატფორმაზე, მათ შორის დროის მონიშვნები, გამოყენებული ფუნქციონალი, შეცდომები, ავთენტიკაციის ფაქტები და ა.შ.
- ქუქი (Cookie) – მცირე ტექსტური ფაილი, რომელიც ინახება მომხმარებლის მოწყობილობაზე ვებსაიტთან ან აპლიკაციასთან ინტერაქციისას და გამოიყენება მისი ამოცნობისთვის, ფუნქციონალის ოპტიმიზაციისა და ანალიტიკისთვის.
- მესამე მხარის სერვისი – ნებისმიერი გარე პლატფორმა, სერვისი ან აპლიკაცია, რომელიც ინტეგრირებულია ან დაკავშირებულია Loopa.ge-ისთან (მაგ. გადახდის სისტემა, ანალიტიკური პლატფორმები, კომუნიკაციის ინსტრუმენტები და ა.შ.)
- თაღლითობის პრევენცია – ტექნიკური და ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს არასანქცირებული ქმედებების, თაღლითობის ან უკანონო ფინანსური ოპერაციების გამოვლენასა და აღკვეთას.
თანხმობა
loopa.ge-ის ვებგვერდით ან აპლიკაციით სარგებლობა მიიჩნევა მომხმარებლის მიერ კონფიდენციალურობის პოლიტიკის თაობაზე თანხმობად. შესაბამისად, მომხმარებელი loopa.ge-ს ანიჭებს უფლებას დაამუშაოს, შეინახოს და გამოიყენოს მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური ხასიათის ინფორმაცია.
აღნიშნული ინფორმაცია loopa.ge-ის მიერ გამოყენებული იქნება მომსახურების გაწევის მიზნებიდან გამომდინარე მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით. წინააღმდეგ შემთხვევაში loopa.ge მოკლებულია შესაძლებლობას მომხმარებელს გაუწიოს რაიმე სახის მომსახურება და შევიდეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში.
მონაცემთა დამუშავების საფუძველი
loopa.ge-ისა და უფლებამოსილი პირის მიერ მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი არის შემდეგი:
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად ან/და მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
- მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე;
- მისთვის სახელშეკრულებო ურთიერთობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
- მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებლისათვის მომსახურების გასაწევად;
- მომხმარებლის მიერ შექმნილი კურსების, ჯგუფებისა და წევრობის მართვის მიზნით;
- ფინანსური ოპერაციების (გადახდები, გამოწერები, ბილინგი) ადმინისტრირებისთვის;
- პლატფორმის უსაფრთხოების, თაღლითობის პრევენციისა და მომხმარებლის ანგარიშის დასაცავად;
- სერვისის გაუმჯობესებისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზისთვის (მაგ. ანონიმური ან აგრეგირებული სტატისტიკური მონაცემების სახით);
- საკომუნიკაციო მიზნით (სისტემური შეტყობინებები, მხარდაჭერა, განახლებები);
- სამართლებრივი ვალდებულებების ან რეგულაციების დასაკმაყოფილებლად, მათ შორის ფინანსური აღრიცხვისა და საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი
- Loopa.ge-ისა და აპლიკაციის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
- Loopa.ge-ის კანონისმიერი ვალდებულებების შესრულება;
მომხმარებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების განხილვა და აღმოფხვრა;
მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე და აპლიკაციაში გამოვლენილი აქტივობების ანალიზი და მონიტორინგი; - მომხმარებლისთვის პლატფორმის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული განახლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია და მომხმარებლის მხარდაჭერის სერვისის უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის უკუკავშირის მიღება და განხილვა;
- პლატფორმაზე ახალი ფუნქციონალისა და პროდუქტების ტესტირება;
პლატფორმაზე ახალი კურსებისა და თემატური ჯგუფების დანერგვა; - მომხმარებელთა სეგმენტირება პერსონალიზებული შეთავაზებების და მარკეტინგული კომუნიკაციისთვის;
- მარკეტინგული, ანალიტიკური და სხვა სარეკლამო აქტივობების განხორციელება;
- მომხმარებლის მიერ შეძენილი კურსებისა და გამოწერების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლის ფინანსური ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით უფლებამოსილი მესამე პირისგან ინფორმაციის მიღება;
- პლატფორმის არასათანადო ან უკანონო გამოყენების პრევენცია;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის პრევენცია და გამოვლენა;
- სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოებისთვის კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება;
- Loopa.ge-ის და მისი მომხმარებლების სამართლებრივი ინტერესების დაცვა;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული სხვა ლეგიტიმური მიზნების მიღწევა.
მომხმარებლის უფლებამოსილება
მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს Loopa.ge-ის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით შემდეგი ინფორმაცია:
- რომელ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს Loopa.ge მის შესახებ;
- რა არის მონაცემთა დამუშავების მიზანი;
- რა სამართლებრივი საფუძვლით ხდება მონაცემების დამუშავება;
- რა წყაროებიდან შეგროვდა ან მოიპოვა მონაცემები;
გადაეცა თუ არა მომხმარებლის მონაცემები მესამე პირს, ვისზე და რა სამართლებრივი საფუძვლითა და მიზნებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში); - მონაცემთა შენახვის ვადა ან მისი განსაზღვრის კრიტერიუმები;
- ავტომატიზებული დამუშავების, მათ შორის პროფაილინგის შედეგები, გამოყენებული ლოგიკა, ამგვარი დამუშავების გავლენა მომხმარებელზე და მისი მოსალოდნელი შედეგები;
- პერსონალურ მონაცემებზე წვდომის და მათ ასლზე მოთხოვნის უფლება.
მომხმარებელს უფლება აქვს ზემოაღნიშნული ინფორმაცია მიიღოს მისი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. განსაკუთრებულ შემთხვევაში, მოცემული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, შესაბამისი დასაბუთებით, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დაუყოვნებლივ.
Loopa.ge-ის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მომხმარებლის ინფორმირება და კომუნიკაცია ხორციელდება ელექტრონული ფორმით, მათ შორის ელფოსტით ან აპლიკაციის საშუალებით.
მომხმარებლის მიერ მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, Loopa.ge ვალდებულია:
- გაასწოროს, განაახლოს ან შეავსოს მომხმარებლის შესახებ არსებული მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემები;
ან - აცნობოს მომხმარებელს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს გასაჩივრების წესი.
მომხმარებელს ასევე აქვს უფლება, Loopa.ge-ს მოსთხოვოს მისი შესახებ მონაცემთა დამუშავების, პროფაილინგის, წაშლის ან განადგურების შეწყვეტა.
მოთხოვნის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, Loopa.ge ვალდებულია:
- შეწყვიტოს მონაცემთა დამუშავება, წაშალოს ან გაანადგუროს შესაბამისი მონაცემები;
ან - აცნობოს მომხმარებელს მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი და განუმარტოს მისი გასაჩივრების წესი.
იმ შემთხვევაში, თუ: მომხმარებელი სადავოდ ხდის მისი პერსონალური მონაცემების სიზუსტეს ან ნამდვილობას; მონაცემთა დამუშავება ხდება უკანონოდ, თუმცა მომხმარებელი წინააღმდეგია მათი წაშლის და ითხოვს მათი დამუშავების დროებითი შეჩერების ან დაბლოკვის განხორციელებას; მონაცემები აღარ არის საჭირო მათი დამუშავების მიზნის მისაღწევად, თუმცა მომხმარებელს სჭირდება ისინი საჩივრის ან სარჩელის წარსადგენად; მომხმარებელი ითხოვს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტას, წაშლას ან განადგურებას და მიმდინარეობს ამ მოთხოვნის განხილვის პროცესი; ან არსებობს მონაცემების შენახვის აუცილებლობა მათი მტკიცებულებად გამოყენების მიზნით — მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს Loopa.ge-ის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა.
მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია მონაცემთა დაბლოკვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ან, უარის შემთხვევაში, უარის დასაბუთების შესახებ მოწოდებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მოთხოვნის წარდგენიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში.
დაბლოკილი მონაცემები Loopa.ge-ის მიერ აღარ ექვემდებარება შემდგომ დამუშავებას, გარდა შენახვისა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მონაცემების დამუშავება ხდება მომხმარებლის პირდაპირი თანხმობით; სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის წარსადგენად; Loopa.ge-ის ან მესამე პირის სამართლებრივი ინტერესების დასაცავად; ან კანონის შესაბამისად საჯარო ინტერესის დაცვის მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აცხადებს თანხმობას მის შესახებ მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე, ან მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მომხმარებელთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ან მომხმარებლის მოთხოვნით შესაბამისი გარიგების დასადებად, ასევე იმ შემთხვევებში, როდესაც მომხმარებელმა წერილობით დაადასტურა თავისი თანხმობა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა ერთი ან რამდენიმე კონკრეტული მიზნით დამუშავებაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს Loopa.ge-ისგან მის მიერ მოწოდებული მონაცემების მიწოდება სტრუქტურიზებულ, საზოგადოდ გამოყენებად და მანქანურად წაკითხვად ფორმატში ან ამ მონაცემთა გადაცემა სხვა დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის.
მომხმარებელს ასევე აქვს უფლება, არ დაექვემდებაროს მხოლოდ ავტომატიზებული დამუშავების შედეგად, მათ შორის პროფაილინგის საფუძველზე, მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც მისთვის იწვევს სამართლებრივ ან სხვა სახის არსებით შედეგს. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება ეფუძნება მომხმარებლის აშკარად გამოხატულ თანხმობას, აუცილებელია მომხმარებელთან დადებული ხელშეკრულების დასადებად ან შესასრულებლად, ან გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით ან კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ნორმატიული აქტით.
შესაბამისად, მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავება ასევე შეიძლება ხდებოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებს მომხმარებელი პლატფორმაზე განთავსებულ კურსებსა და თემატურ ჯგუფებს. კონკრეტულად, შესაძლებელია დამუშავდეს მონაცემები იმის შესახებ, თუ რომელი კურსებია შეძენილი ან გამოყენებული, რამდენად ხშირად და რა ტიპის აქტივობები აქვს განხორციელებული მომხმარებელს კონკრეტულ კურსზე ან ჯგუფში. ეს მონაცემები დამუშავდება პლატფორმის ფუნქციონირებისა და მომხმარებლის გამოცდილების გასაუმჯობესებლად, მათ შორის, პერსონალიზებული რეკომენდაციების შესაქმნელად ან შესაბამისი კონტენტის შეთავაზებისათვის.
ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ქმნის ან ყიდის კურსს, ჯგუფს ან სხვა ციფრულ შინაარსს, Loopa.ge უფლებამოსილია დაამუშაოს ავტორის მიერ მოწოდებული ინფორმაცია მათ შორის: სახელი, აღწერა, კონტენტის კატეგორია, ფასები, მიღებული შემოსავალი, მომხმარებლების რაოდენობა და სხვა სტატისტიკური მონაცემები. აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებული იყოს ადმინისტრირებისთვის, საგადასახადო ანგარიშგებისა და ანალიტიკური მიზნებისთვის.
დამუშავება ასევე მოიცავს მომხმარებლის მიერ ჯგუფებსა და კურსებზე ურთიერთქმედებისას დატოვებულ კომენტარებს, შეფასებებსა და შეტყობინებებს, რაც ემსახურება პლატფორმის უსაფრთხოებას, კომუნიკაციის ხარისხის უზრუნველყოფასა და საჩივრების ეფექტურ მართვას.
გარდა ამისა, მიზნობრივი რეკომენდაციების და მარკეტინგული კომუნიკაციისთვის, შესაძლოა დამუშავდეს მომხმარებლის ქცევითი და შინაარსობრივი პრეფერენციები — როგორ შინაარსს ანიჭებს უპირატესობას, რამდენ ხანს ატარებს კონკრეტულ კურსზე და ა.შ.
მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს უარი განაცხადოს მის მიერ Loopa.ge-ისათვის მიცემულ თანხმობაზე და მოითხოვოს მის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა ან/და უკვე დამუშავებული მონაცემების წაშლა ან განადგურება. ამისათვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს Loopa.ge-ის მხარდაჭერის გუნდს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
Loopa.ge, მომხმარებლის განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, გააუქმებს მომხმარებლის პირად ანგარიშს და შეწყვეტს მონაცემთა დამუშავებას ან/და განახორციელებს მონაცემთა განადგურებას, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მონაცემების დამუშავების სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
თანხმობის გამოხმობამდე, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანხმობის გამოხმობის შესაძლო შედეგების შესახებ, მათ შორის იმაზე, თუ როგორ იმოქმედებს თანხმობის გაუქმება მის მიერ უკვე შეძენილ მომსახურებაზე, კურსებზე ან ჯგუფებზე წვდომაზე.
მომხმარებელს ასევე უფლება აქვს, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს სამართლებრივი დაცვის მიზნით.
მომხმარებლის ვალდებულება
მომხმარებელი ვალდებულია Loopa.ge-ს მიაწოდოს სრულყოფილი, სანდო და ზუსტი ინფორმაცია, რაც აუცილებელია პლატფორმის ფუნქციონირებისა და შესაბამისი მომსახურების მიწოდებისთვის. მომხმარებელი ასევე ვალდებულია დროულად და სწორად განაახლოს თავისი მონაცემები იმ შემთხვევაში, თუ მომხდარა ცვლილება მის მიერ ადრე მიწოდებულ ინფორმაციაში (მაგალითად, საკონტაქტო ინფორმაცია, საგადახდო დეტალები, იურიდიული სტატუსი ან სხვა მნიშვნელოვანი მონაცემები).
მცდარი, არაზუსტი ან დაუზუსტებელი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, Loopa.ge არ აგებს პასუხს ისეთი გარემოებებისა და შედეგების გამო, რომლებიც წარმოშობილია მომხმარებლის მიერ არასწორად მოწოდებული ან განახლებული ინფორმაციის საფუძველზე. ამასთან, პლატფორმას აქვს უფლება, შეზღუდოს ან შეაჩეროს მომხმარებლის წვდომა სერვისებზე, თუკი აღმოჩნდება, რომ მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას ან არღვევს მოქმედ კანონმდებლობასა და პლატფორმის წესებს.
ამასთან, მომხმარებლის მიერ განზრახად არასწორი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა შეფასდეს, როგორც დარღვევა და გამოიწვიოს შესაბამისი სამართლებრივი და ტექნიკური ზომების გატარება, მათ შორის ანგარიშის დაბლოკვა ან შეჩერება.
კომუნიკაციის მონიტორინგი და მონაცემებზე წვდომა
Loopa.ge წარმოადგენს ღია და თემატურად ორიენტირებულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მომხმარებლებს სასწავლო და თემატური გამოცდილების გარშემო. ჩვენი პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ როგორც კონტენტის, ისე მომხმარებელთა ქცევის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და პლატფორმის შიდა რეგულაციებთან. ამ მიზნით, პლატფორმა ახორციელებს მონიტორინგსა და კონტროლს, რაც მოიცავს როგორც ჯგუფურ კომუნიკაციას, ისე პირად მიმოწერას კონკრეტულ შემთხვევაში.
Loopa.ge-ზე გატარებული მიმოწერები არ არის end-to-end დაშიფრული. ეს ნიშნავს, რომ პლატფორმის ადმინისტრაციას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, წვდომა ჰქონდეს შეტყობინებებზე ტექნიკური და სამართლებრივი მიზნებისთვის. მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს პლატფორმის ფუნქციონალით (მათ შორის, პირადი ან ჯგუფური კომუნიკაციით), თანხმდება, რომ:
- პლატფორმის უსაფრთხოების სისტემა, მათ შორის AI-ზე დაფუძნებული მონიტორინგის მექანიზმი, ავტომატურად ამოწმებს შინაარსს არაავტორიზებული, არალეგალური ან ეჭვმიტანილი ქმედებების აღმოჩენის მიზნით;
- იმ შემთხვევაში, თუ დაიდასტურებს დარღვევა ან მომხარებლის ქმედება შეიცავს კრიმინალურ ან ეჭვმიტანილ ქმედებებს (მაგ: თაღლითობა, ბულინგი, ძალადობა, სიძულვილის ენა, ფინანსური მანიპულაცია, მუქარა ან ბავშვთა უსაფრთხოების საფრთხე), Loopa.ge იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ მოიპოვოს წვდომა კონკრეტულ მიმოწერაზე ან ჯგუფზე;
- შიდა ადმინისტრაციას, ამ შემთხვევებში, შეუძლია ნახოს ყველა ინფორმაცია და ისტორია — შეტყობინებები, გაზიარებული ფაილები, აქტივობები და მომხმარებელთა ინტერაქცია;
- იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დარღვევის იდენტიფიკაცია, აღნიშნული მონაცემები შესაძლებელია გადაეცეს სამართალდამცავ ან საგამოძიებო უწყებებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
Loopa.ge არ ახორციელებს სრულ მონიტორინგს მომხმარებლების შინაარსზე განუწყვეტლივ, მაგრამ ინარჩუნებს უფლებას მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ:
- მომხმარებლის მიერ იქნება აქტიური დარღვევის მოხსენება;
- პლატფორმის AI-სისტემამ ავტომატურად ამოიცნო საეჭვო, იძულებითი ან არაკანონიერი ქმედება;
- ადმინისტრაციის მიერ იქნება მიღებული შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნა.
მომხმარებელი, რომელიც იყენებს პლატფორმას, აცნობიერებს, რომ მისი კონტენტი, მათ შორის პირადი მიმოწერა, არ ექვემდებარება აბსოლუტურ კონფიდენციალურობას. სისტემაში შეტანილი და გაზიარებული შინაარსი უნდა იყოს მორალურად და იურიდიულად სუფთა, რადგან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პლატფორმა ვალდებულია იმოქმედოს საზოგადოების და კანონის ინტერესებიდან გამომდინარე.
Loopa.ge-ის ვებგვერდის და აპლიკაციის გამოყენების პირობები
მომხმარებლის მიერ Loopa.ge-ის ვებგვერდისა ან აპლიკაციის გამოყენებით, იგი ადასტურებს თავის თანხმობას Loopa.ge-ის მხრიდან მისი პერსონალური მონაცემებისა და მზა ჩანაწერების (Cookies) შენახვაზე, დამუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოყენებაზე პლატფორმის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
მომხმარებელი ვალდებულია Loopa.ge-ს მიაწოდოს სრული, სანდო და ზუსტი ინფორმაცია პლატფორმაზე ანგარიშის შექმნისას, კურსის ან თემატური ჯგუფის შექმნისას, კომენტარების დატოვებისას, ფორუმზე პოსტირებისას და ნებისმიერი სხვა აქტივობის განხორციელებისას. მომხმარებლის პასუხისმგებლობაში შედის ასევე იმ ინფორმაციის დროული განახლება, რომელიც იცვლება და შესაძლოა გავლენა იქონიოს მის უფლებებსა და ვალდებულებებზე, როგორიცაა საკონტაქტო მონაცემები, გადახდის ინფორმაცია, ან საჯაროდ გამოქვეყნებული კონტენტი.
კურსებისა და თემატური ჯგუფების ავტორებმა ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მათ მიერ წარმოდგენილი კონტენტის სიზუსტე, შესაბამისობა და კანონიერება. პლატფორმაზე დაპოსტილი მასალები უნდა აკმაყოფილებდეს მოქმედ კანონმდებლობას და არ უნდა შეიცავდეს დისკრიმინაციულ, მავნე, ცრუ ან დანაშაულის ნიშნების შემცველ შინაარსს. Loopa.ge იტოვებს უფლებას, თავისი შეხედულებისამებრ წაშალოს ან შეზღუდოს ნებისმიერი ინფორმაცია ან კონტენტი, რომელიც არ შეესაბამება მის პოლიტიკას ან ეჭვს იწვევს მისი სისწორის ან კანონის შესაბამისობის კუთხით.
მომხმარებელი აცნობიერებს, რომ მის მიერ დაპოსტილი კონტენტი შეიძლება გახდეს საჯარო ან ხელმისაწვდომი სხვა მომხმარებლებისთვის და იღებს სრულ პასუხისმგებლობას მის შედეგებზე. ამასთან, მომხმარებელი დებს თანხმობას, რომ Loopa.ge გამოიყენოს ეს კონტენტი პლატფორმის ფარგლებში ან მარკეტინგული მიზნებისთვის, სათანადო დონის კონფიდენციალურობის დაცვით.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა
Loopa.ge-ზე განთავსებული ყველა კურსი, ვიდეო, აუდიო, ტექსტი, სლაიდები, ფოტოები და სხვა სასწავლო ან თემატური შინაარსი წარმოადგენს მისი ავტორის ინტელექტუალურ საკუთრებას. ეს შინაარსი დაცულია საქართველოსა და საერთაშორისო საავტორო და ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობით.
მომხმარებელს კატეგორიულად ეკრძალება კურსის შინაარსის ნებისმიერი ფორმით უკანონო კოპირება, დასქრინვა, ჩანაწერის გაკეთება, გადაცემა, გამრავლება ან საჯაროდ გავრცელება ავტორის თანხმობის გარეშე.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ახორციელებს კურსის შინაარსის უკანონო გადაზიარებას, ასქრინვას ან ჩანაწერის გავრცელებას მესამე პირებზე, კურსის ავტორს და/ან Loopa.ge-ს აქვს სრული უფლება დაიწყოს სამართლებრივი დავა, მათ შორის სამოქალაქო ან სისხლის სამართლის წესით, კანონის შესაბამისად.
ამგვარი ქმედება ჩაითვლება საავტორო უფლებების დარღვევად და ექვემდებარება შესაბამის სანქციებს. ავტორებს აქვთ უფლება მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება და სასამართლოს მეშვეობით შეჩერონ არასწორი გამოყენება.
პერსონალური მონაცემების გაზიარება
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაზიარება შესაძლებელია Loopa.ge-ის პარტნიორი მომსახურების პროვაიდერებთან, მხოლოდ იმ მოცულობით და იმ მიზნით, რაც აუცილებელია მომსახურების ეფექტურად შესასრულებლად.
მომხმარებლის პერსონალური მონაცემების გაცემა შესაძლებელია ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მათ შორის დანაშაულის დადგენის, გამოძიების ან დანაშაულის პრევენციის მიზნით, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისთვის.
დამატებით, მომხმარებლის თანხმობის საფუძველზე, Loopa.ge-ს შეუძლია გამოიყენოს მომხმარებლის სახელი, ელ. ფოსტის მისამართი ან სატელეფონო ნომერი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის: სარეკლამო შეტყობინებების, შეთავაზებებისა და პლატფორმის სერვისების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კომუნიკაციისთვის.
Loopa.ge უფლებამოსილია ასევე გაუზიაროს პერსონალური მონაცემები ნებისმიერ მესამე პირს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ საფუძვლებზე.
Loopa.ge პლატფორმას ოპერირებს შპს “ლუპა ნეთვორქ”, იურიდიული მისამართით: საქართველო, თბილისი, კრწანისის რაიონი, კრწანისის I ჩიხი, N 3, ბ. 1, საიდენტიფიკაციო კოდი: 404774847.
პირდაპირი მარკეტინგი და თანხმობის მართვა
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მომხმარებელი აცხადებს თავის თანხმობას აქტიური ქმედებით, რაც მოიცავს სპეციალური პარამეტრების მონიშვნას ან შესაბამის ღილაკზე დაჭერას მისი პირადი ანგარიშიდან.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს უფლება, გამოიხმოს Loopa.ge-ისთვის მიცემული თანხმობა პირდაპირი მარკეტინგის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, Loopa.ge შეწყვეტს მომხმარებლისთვის პირდაპირი მარკეტინგული კომუნიკაციების მიწოდებას მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.
მომხმარებელს თანხმობის გამოხმობის შესაძლებლობა აქვს თავისი პირადი ანგარიშის მეშვეობით, სადაც მითითებულია ფუნქციონალი “switch on/off”. აღნიშნული ღილაკის საშუალებით მომხმარებელს შეუძლია ცალსახად დააფიქსიროს თანხმობა ან უარი შემდეგზე: პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება; შეთავაზებების, სიახლეების და რეკლამების SMS ან ელფოსტით მიღება.
Loopa.ge ვალდებულია, აღრიცხოს და შეინახოს მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობის გაცემისა და გამოხმობის დრო და ფაქტი. აღნიშნული ინფორმაცია ინახება მთელი იმ ვადით, როდესაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი, და მის შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
მომხმარებლის მიერ მარკეტინგზე უარის თქმის მოთხოვნა არ ავალდებულებს Loopa.ge-ს შეწყვიტოს იმ ტიპის ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შეეხება პლატფორმის ფუნქციონირებას, წესების განახლებებს ან მომსახურებაში ცვლილებებს.
ლოგ ფაილები და Cookies
Loopa.ge იყენებს ლოგ ფაილების სტანდარტულ პრაქტიკას, რაც გულისხმობს მომხმარებლის ქცევის ავტომატურ დამუშავებას ვებსაიტზე და აპლიკაციაში განხორციელებული აქტივობების საფუძველზე. ლოგ ფაილები ინახავენ ტექნიკურ მონაცემებს, რომლებიც ეხმარება პლატფორმას მუშაობის ოპტიმიზაციასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში.
გარდა ამისა, Loopa.ge იყენებს Cookies (მზა ჩანაწერებს), რაც საშუალებას იძლევა მომხმარებლის მოწყობილობაზე შენახულ იქნას გარკვეული ინფორმაცია, რათა ვებგვერდმა ან აპლიკაციამ უკეთესად შეითვისოს მომხმარებლის გამოცდილება, მორგოს ფუნქციონალი და წვდომა გაამარტივოს.
ლოგ ფაილებისა და Cookies-ის მეშვეობით, პლატფორმა აგროვებს შემდეგ ინფორმაციას:
- მომხმარებლის IP მისამართი და ინტერნეტ პროტოკოლის ტიპი;
- ბრაუზერის ტიპი და ვერსია;
- მოწყობილობის ტიპი და ოპერაციული სისტემა;
- წვდომის დრო და თარიღი;
- რომელ გვერდებზე შევიდა მომხმარებელი და რამდენი დრო დაჰყო თითოეულ მათგანზე;
- გადმოსული ბმულები ან წყარო საიტები (referrer URLs);
- პლატფორმაზე განხორციელებული აქტივობების ტექნიკური ლოგები (შეცდომები, ავტორიზაცია, გადახდები და სხვ.).
Cookies-ის გამოყენება ემსახურება ასევე ანალიტიკური მიზნებით მონაცემების გენერირებას, რაც ეხმარება Loopa.ge-ს სერვისების გაუმჯობესებასა და მომხმარებლის ქცევის გაანალიზებაში. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, საკუთარ ბრაუზერში გამორთოს Cookies, თუმცა ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს პლატფორმის სრულფასოვან ფუნქციონირებაზე.
Cookies-ის გამოყენების მიზნები და მომხმარებლის არჩევანი
Loopa.ge ლოგ ფაირებისა და Cookies-ის მეშვეობით აგროვებს ტექნიკურ ინფორმაციას შემდეგი მიზნებით:
- ტრენდების და მომხმარებლის ქცევის ანალიზისთვის;
ვებგვერდისა და აპლიკაციის მართვისა და ოპტიმიზაციისთვის; - სტატისტიკური მონაცემების წარმოებისა და მოხმარების შეფასებისთვის;
- მომხმარებლის ქმედებების დაკვირვებისა და გამოცდილების პერსონალიზაციის მიზნით;
- ეფექტური მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელებისთვის;
- პლატფორმაზე აქტიური მომხმარებლებისთვის რეკომენდაციების და რჩევების მიწოდებისთვის.
Loopa.ge-ის ვებგვერდზე შესვლისას მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა, დაეთანხმოს Cookies-ის გამოყენებას. მომხმარებლის თანხმობა წარმოადგენს აქტიურ ქმედებას (მაგალითად, შესაბამის ღილაკზე დაჭერა ან ბრაუზერის გამოყენების გაგრძელება მითითების შემდეგ).
Cookies-ის გამოყენება არასავალდებულოა. მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს Cookies-ის პარამეტრები საკუთარი ბრაუზერის საშუალებით. Cookies-ის გათიშვა შესაძლოა ზღუდავდეს ვებგვერდის ან აპლიკაციის ზოგიერთი ფუნქციის სრულად მუშაობას.
მონაცემების მიღება
Loopa.ge იღებს პერსონალურ და ტექნიკურ ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
- როდესაც მომხმარებელი ავსებს ვებგვერდზე ან აპლიკაციაში სარეგისტრაციო ან ავტორიზაციის ფორმას;
- როდესაც მომხმარებელი ქმნის კურსს, ჯგუფს ან აფორმებს გამოწერას;
- როდესაც მომხმარებელი ურთიერთობს მხარდაჭერის გუნდთან ტელეფონის, ელფოსტის, ან ჩატის საშუალებით;
- როდესაც მომხმარებელი გამოიყენებს ვებგვერდსა და/ან აპლიკაციას, მათ შორის, ეწვევა კონკრეტულ გვერდებს, ტოვებს კომენტარებს, ახორციელებს გადახდებს ან ტესტავს შინაარსს;
- როდესაც მომხმარებელი იძენს პროდუქტებს ან სერვისებს (მაგ. კურსებს, ჯგუფებს), ქმნის შეკვეთას ან აფორმებს ტრანზაქციას;
- Cookies-ის, ლოგ ფაილების, Google Analytics-ის ან სხვა ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენებით, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას მომხმარებლის მოწყობილობის, ქცევისა და ტექნიკური პარამეტრების შესახებ.
ზემოაღნიშნული ინფორმაციის მიღება აუცილებელია მომსახურების მიწოდების, გაუმჯობესების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამართლებრივი ვალდებულებების შესასრულებლად.
რა სახის მონაცემები მუშავდება
Loopa.ge-ს ვებგვერდზე ან აპლიკაციაში რეგისტრაციისას მომხმარებელი ავსებს სარეგისტრაციო ფორმას და უთითებს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:
- მობილურის ნომერი;
- ელექტრონული ფოსტა;
- სახელი და გვარი.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია სავალდებულოა რეგისტრაციისთვის. მომხმარებლის მიერ ამ ინფორმაციის მიუთითებლობის შემთხვევაში, შეუძლებელი ხდება პლატფორმაზე ანგარიშის შექმნა და მისით სარგებლობა.
კურსის, ჯგუფის ან სხვა ციფრული შინაარსის შეძენისას, მომხმარებელი გადამისამართდება შესაბამისი საბანკო ანგარიშსწორების გვერდზე, რომელიც შეიძლება იყოს ბანკის ან გადახდის პარტნიორი სისტემის მიერ ოპერირებული. ამ ეტაპზე მომხმარებელი ავსებს ბარათის მონაცემებს და ამტკიცებს ტრანზაქციას.
მნიშვნელოვანია, რომ Loopa.ge-ს არ აქვს წვდომა და არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს. პლატფორმა იღებს მხოლოდ ინფორმაციას გადახდის სტატუსის შესახებ, შესრულდა თუ არა ტრანზაქცია.
კონფიდენციალური მონაცემების შენახვის ვადა
Loopa.ge იღებს სრულ პასუხისმგებლობას მომხმარებლის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია ინახება და მუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, წინამდებარე პოლიტიკისა და პლატფორმის ოპერირების სპეციფიკის შესაბამისად, მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად.
Loopa.ge წარმოადგენს ციფრული კურსებისა და თემატური ჯგუფების ონლაინ პლატფორმას, სადაც მომხმარებელს შეუძლია რეგისტრაციის შემდეგ არაერთჯერადად გამოიყენოს საკუთარი ანგარიში, შეუერთდეს ჯგუფებს, შეიძინოს კურსები და ისარგებლოს შესაბამისი მომსახურებით. ამ გარემოებიდან გამომდინარე, აუცილებელია მომხმარებლის მონაცემთა შენახვა და დამუშავება პარალელურად Loopa.ge-ის ფუნქციონირებასთან.
მოცემული სპეციფიკიდან გამომდინარე, პერსონალური მონაცემების შენახვის ვადის წინასწარ კონკრეტულად განსაზღვრა შეუძლებელია. შესაბამისად, Loopa.ge ინახავს მომხმარებლის მონაცემებს მანამ, სანამ:
- მომხმარებელი არ მიმართავს მოთხოვნით მონაცემთა წაშლის, დამუშავების შეწყვეტის ან ანგარიშის გაუქმების თაობაზე;
- ან არ დადგება კანონით განსაზღვრული შემთხვევა, რომელიც ავალდებულებს მონაცემთა წაშლას ან შენახვის შეწყვეტას.
მონაცემების წაშლა ან გაუქმება მოხდება შესაბამისი მოთხოვნის ან სამართლებრივი საფუძვლის დადგომიდან გონივრულ ვადაში.
არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავება და პლატფორმაზე წვდომის პირობები
Loopa.ge-ს ვებსაიტზე და აპლიკაციაში რეგისტრაციისას მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია საკუთარ ასაკზე. მითითებული ასაკის საფუძველზე, პლატფორმა განსაზღვრავს მომხმარებლისთვის დაშვებული ფუნქციონალის ფარგლებს.
არასრულწლოვან მომხმარებლებს (18 წლამდე ასაკის პირებს) არ ეძლევათ შესაძლებლობა შექმნან თემატური ჯგუფები (ქომუნითები) ან განათავსონ კურსები ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. მიუხედავად ამისა, მათ შეუძლიათ უფასოდ შექმნან თემატური ჯგუფები მხოლოდ არა-სამომხმარებლო, არასამეწარმეო, კომუნიკაციური ან საგანმანათლებლო მიზნებისთვის. ამავდროულად, არასრულწლოვანებს აქვთ უფლება გაწევრიანდნენ სხვა მომხმარებლების მიერ შექმნილ თემატურ ჯგუფებში, მათ შორის ფასიან ქომუნითებში, როგორც მონაწილე ან მსმენელი, თუმცა მათ არ ექნებათ ადმინისტრაციული ან შემოსავლის გენერირების უფლება.
Loopa.ge მიმართავს ასაკთან დაკავშირებულ ფილტრაციას როგორც რეგისტრაციისას, ისე ფუნქციონალის აქტივაციის ეტაპზე. ნებისმიერი მცდელობა ასაკის განზრახ არასწორად მითითებისა, რომლის შედეგადაც არასრულწლოვანი მიიღებს წვდომას მხოლოდ სრულწლოვნებისთვის განკუთვნილ კომერციულ ფუნქციონალზე, ჩაითვლება წესების დარღვევად.
ასეთ შემთხვევაში, Loopa.ge იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეუჩეროს მომხმარებლის პლატფორმით სარგებლობა, დაბლოკოს ან დროებით გაყინოს ანგარიში, აგრეთვე შეაჩეროს მის ანგარიშზე არსებული თანხის განკარგვა. ეს მოიცავს მომხმარებლის მიერ მიღებულ შემოსავალს და შემდგომ გადარიცხვებს მანამ, სანამ არ დასრულდება საქმის გარჩევა და არ გაირკვევა სამართლებრივი სტატუსი.
Loopa.ge განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არასრულწლოვანთა დაცვას პლატფორმაზე ფინანსური ექსპლუატაციის, შეცდომაში შეყვანისა და არაკანონიერი ქმედებების პრევენციის მიზნით. მონაცემების შეცდომით ან მიზანმიმართულად დამახინჯება, განსაკუთრებით არასრულწლოვან მომხმარებელთან დაკავშირებულ შემთხვევებში, შესაძლოა გახდეს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.
უსაფრთხოება
Loopa.ge-სთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებლის მიერ მიწოდებული პერსონალური და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა. პლატფორმა იყენებს ტექნიკურ, ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ზომებს მონაცემთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მონაცემთა არასანქცირებული წვდომის, დაკარგვის, შეცვლის ან განადგურების თავიდან ასაცილებლად.
მომხმარებლის პირადი ანგარიში ხელმისაწვდომია მხოლოდ შესაბამისი ავტორიზაციის მომხმარებლის სახელისა და პაროლის საშუალებით. მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას თავისი ავტორიზაციის დეტალები და არ გაავრცელოს ისინი მესამე პირებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, Loopa.ge არ აგებს პასუხს მომხმარებლის ანგარიშზე განხორციელებულ ქმედებებზე, რომლებიც გამოიწვია პაროლის ან ავტორიზაციის დეტალების არასათანადო შენახვამ ან გაზიარებამ.
Loopa.ge იყენებს უსაფრთხოების თანამედროვე მექანიზმებს და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამის სერვერებს. თუმცა, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ინტერნეტით გადაცემული არც ერთი მონაცემი არ არის 100%-ით დაცული. შესაბამისად, მიუხედავად მაქსიმალური ძალისხმევისა, Loopa.ge ვერ იძლევა სრულ გარანტიას მესამე პირების მხრიდან არაკანონიერი ან მავნე ქმედებების სრული გამორიცხვის შესახებ.
მესამე მხარე
Loopa.ge არ არის პასუხისმგებელი იმ ვებგვერდებზე, პლატფორმებზე ან სერვისებზე, რომლებიც შესაძლოა წარმოდგენილი იყოს გარე ბმულის სახით ჩვენი ვებგვერდისა და აპლიკაციის ფარგლებში. ასეთი ბმულები განთავსებულია მხოლოდ საინფორმაციო ან სერვისული მიზნებისთვის და არ წარმოადგენს Loopa.ge-ის მიერ ამ ვებგვერდების შინაარსის ან პოლიტიკის მხარდაჭერას.
მესამე მხარის ვებსაიტებსა და სერვისებს შესაძლოა ჰქონდეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკა, რომელიც განსხვავდება ამ დოკუმენტში გაწერილი წესებისგან. შესაბამისად, Loopa.ge მოგიწოდებთ, გაეცნოთ თითოეული მესამე მხარის ვებგვერდის პირობებსა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას, სანამ გამოიყენებთ მათ სერვისებს ან გაუზიარებთ მათ პერსონალურ მონაცემებს.
პოლიტიკის ცვლილებები და დამატებები
შესაძლებელია წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში დროდადრო განხორციელდეს ცვლილებები ან დამატებები. ასეთ შემთხვევაში, Loopa.ge მომხმარებლებს წინასწარ აცნობებს ცვლილებების შესახებ შემდეგი საშუალებებით:
- პირადი შეტყობინების გაგზავნით (ელექტრონული ფოსტით ან აპლიკაციის შიგნით შეტყობინების სახით);
- ან ვებგვერდზე/აპლიკაციაში ცვლილებების გამოქვეყნებით.
ცვლილებები და დამატებები ძალაში შევა მათი გამოქვეყნების ან მომხმარებლისათვის შეტყობინების გაგზავნის მომენტიდან. ამ დროიდან პლატფორმის გამოყენება ჩაითვლება, როგორც მომხმარებლის თანხმობა განახლებულ პირობებზე.
მონაცემთა დარღვევის პოლიტიკა
Loopa.ge მკაცრად იცავს მონაცემთა უსაფრთხოების საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებს და აფასებს თითოეული მომხმარებლის პერსონალური მონაცემის დაცვას. თუმცა, არსებული ციფრული რისკების გათვალისწინებით, პლატფორმას შემუშავებული აქვს დეტალური მონაცემთა დარღვევის პრევენციისა და რეაგირების პოლიტიკა, რომელიც ემყარება კანონმდებლობასა და პრაქტიკაში აპრობირებულ უსაფრთხოების სტრატეგიებს.
მონაცემთა დარღვევა არის ნებისმიერი მოვლენა, რომელიც იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს პერსონალური მონაცემების უნებართვო წვდომა, წაშლა, შეცვლა, გადაცემა, დაკარგვა ან გამჟღავნება, ჩათვლით მავნე კიბერშეტევები, შიდა თანამშრომელთა შეცდომები ან სისტემური ხარვეზები.
დაცვის მექანიზმები და პრევენცია
Loopa.ge იყენებს მრავალშრიან უსაფრთხოების სისტემას, რომელიც მოიცავს:
- უსაფრთხო ავტორიზაციის მექანიზმებს;
- სისტემურ ლოგებსა და აუდიტს;
- წვდომის კონტროლის სტრატეგიას (role-based access);
- firewall-ებსა და ქსელური ინტრუზიის აღმოსაჩენ სისტემებს;
- რეგულარულ პროგრამულ განახლებებსა და შეჭრის სიმულაციას (penetration testing);
- თანამშრომელთა განათლებასა და მონაცემთა დაცვის პოლიტიკაზე მუდმივ ტრენინგებს.
დარღვევის აღმოჩენა და რეაგირება
Loopa.ge-ში მონაცემთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი გუნდები მუდმივად აკვირდებიან სისტემებს დარღვევის ნიშნების გამოსავლენად. დარღვევის ან ეჭვის შემთხვევებში ტარდება დაუყოვნებელი შიდა გამოძიება, ტექნიკური ექსპერტიზა და სარეზერვო პროცედურების გააქტიურება.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, კომპანია:
- აფიქსირებს დარღვევის ფაქტს შიდა რეესტრში;
- აფასებს მონაცემების ტიპს, მოცულობასა და იმ რისკს, რაც ეხება მომხმარებლებს;
- ახდენს შესაბამისი ზომების მიღებას (დამუშავების შეჩერება, წვდომის დაბლოკვა, სისტემის იზოლაცია);
- საჭიროების შემთხვევაში — ატყობინებს საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს არაუგვიანეს 72 საათისა (GDPR-ის ანალოგიური წესით);
- მომხმარებლებს, რომელთა მონაცემები მოექცა რისკის ქვეშ, აგრეთვე ეცნობებათ დარღვევის შესახებ არაუგვიანეს 72 საათისა, მათთვის გასაგები ფორმით, მათ შორის:
Loopa.ge-ს აქვს შიდა განგაშისა და აღდგენის გეგმები, რომლებიც გააქტიურდება დარღვევის აღმოჩენისთანავე. კომპანიას გააჩნია მონაცემთა სარეზერვო არქივები და აღდგენითი პროცედურები, რაც უზრუნველყოფს სისტემის სწრაფად ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას.
ყველა დარღვევა დეტალურად აღირიცხება შიდა სისტემაში, დოკუმენტდება ტექნიკური ანალიზი და გრძელდება შიდა მონიტორინგი დამატებითი საფრთხეების პრევენციისთვის. დარღვევის გარემოებებს განიხილავს უსაფრთხოების კომიტეტი, საჭიროების შემთხვევაში კი მიღებულ ზომებზე ტარდება ანგარიშგება.
Loopa.ge თანამშრომლობს სერტიფიცირებულ IT უსაფრთხოების კონსულტანტებთან და ახორციელებს პერიოდულ აუდიტებს უსაფრთხოების კონტროლების ეფექტიანობის დასადგენად. თითოეული მომხმარებლის პირადი მონაცემი ექვემდებარება მკაცრ შიდა წვდომის წესებს და ხდება მხოლოდ “საჭიროების შემთხვევაში” პრინციპით.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ქეთი პირველი
596330077
keti@loopa.ge
Loopa.ge-თან დაკავშირება
კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებული კითხვებისა და დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაგვიკავშირდით info@loopa.ge
ბოლოს განახლდა: ივნისი 15, 2025
.