წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს შპს “ლუპა ნეთვორქის” (საიდენტიფიკაციო კოდი: 404774847, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, კრწანისის რაიონი, კრწანისის I ჩიხი, N 3, ბ. 1) მიერ ოპერირებული ვებსაიტის www.loopa.ge და შესაბამისი მობილური აპლიკაციის (შემდგომში — “Loopa”, “ჩვენ”, “პლატფორმა”) სარგებლობის წესებსა და პირობებს.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს იურიდიულად სავალდებულო ორმხრივ ხელშეკრულებას, რომელიც ფორმდება პლატფორმის მომხმარებელ (შემდგომში — “მომხმარებელი”, “თქვენ”) და შპს “ლუპა ნეთვორქს” შორის, იმ მომენტიდან, როცა მომხმარებელი დარეგისტრირდება პლატფორმაზე ან/და დაიწყებს პლატფორმით სარგებლობას.
მომხმარებელი, რომელიც დარეგისტრირდება პლატფორმაზე, ეთანხმება წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ანგარიშსწორების პირობებსა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებიც გამოქვეყნებულია www.loopa.ge-ზე და წარმოადგენს მომსახურების შეუდარებელ ნაწილს.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება რომელიმე დოკუმენტის შინაარსს, მას უნდა შეწყვიტოს პლატფორმის გამოყენება. ამასთან, მომხმარებელს აქვს უფლება ნებისმიერი შენიშვნა ან კითხვა გაგზავნოს ელფოსტით შემდეგ მისამართზე: info@loopa.ge.
Loopa.ge-ს გუნდი უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის დეტალურ პასუხებს, დახმარებას და სწორი ინფორმაციის მიწოდებას არსებული სამართლებრივი ურთიერთობების ფარგლებში.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
Loopa.ge (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „პლატფორმა“, „ვებგვერდი“, „აპლიკაცია“) — შპს „ლუპა ნეთვორქის“ საკუთრებაში არსებული ვებსაიტი და მობილური აპლიკაცია, რეგისტრირებული საქართველოში, საიდენტიფიკაციო კოდი: 404774847, იურიდიული მისამართი: თბილისი, კრწანისის რაიონი, კრწანისის I ჩიხი, N 3, ბ. 1;
მომხმარებელი — 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი ან შესაბამისი იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირდება პლატფორმაზე და იყენებს მის სერვისებს: როგორც კურსების, ჯგუფების, გამოწერების მყიდველი ან შემქმნელი;
მომხმარებლის თანხმობა — მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესებსა და პირობებთან, კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან და პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით ინფორმირებულად და მკაფიოდ გამოხატული თანხმობა;
ანგარიში — მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე რეგისტრაციის შედეგად შექმნილი ციფრული პროფილი, რომლის მეშვეობითაც ის მართავს პირად მონაცემებს, კურსებს, ჯგუფებს, ტრანზაქციებსა და სხვა აქტივობებს;
რეგისტრაცია — პლატფორმაზე ანგარიშის შექმნის პროცესი, რომლის შედეგად მომხმარებელი იღებს წვდომას სერვისებზე და თანხმდება ამ წესებსა და პირობებზე;
ციფრული კონტენტი — ნებისმიერი ფორმის სასწავლო ან თემატური მასალა (ვიდეო, ტექსტი, აუდიო, სლაიდები და ა.შ.), რომელიც განთავსებულია Loopa.ge-ზე და ხელმისაწვდომია მომხმარებლისთვის;
გადახდის პროვაიდერი — მესამე პირი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მიერ ფინანსური ოპერაციების უსაფრთხოდ და ეფექტურად განხორციელებას;
მესამე პირი — ნებისმიერი სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის შპს “ლუპა ნეთვორქი” ან მომხმარებელი, მაგრამ შესაძლოა დაინტერესებული იყოს ან ჩართული იყოს ურთიერთქმედებაში (მაგალითად, გადახდის სისტემა, საკომუნიკაციო არხი, ანალიტიკური ინსტრუმენტი);
პირდაპირი მარკეტინგი — ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის ელექტრონული ან სატელეკომუნიკაციო საშუალებით (ელფოსტა, SMS, აპლიკაციის შეტყობინება), Loopa.ge-ის სერვისების, შეთავაზებების ან სიახლეების შესახებ;
ტრანზაქცია — მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე განხორციელებული ნებისმიერი გადახდა, რომელიც უკავშირდება კურსის, ჯგუფის ან გამოწერის შეძენას;
ავტორი — მომხმარებელი, რომელიც ქმნის ან აქვეყნებს კურსს, ჯგუფს ან სხვა ციფრულ კონტენტს და სარგებლობს მონეტიზაციის ფუნქციონალით პლატფორმაზე.
პლატფორმაზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა შესაძლებლობა: შექმნას ან შეძინოს სასწავლო კურსები და თემატური ჯგუფები, შეიძინოს გამოწერები, შექმნას ფასიანი ან უფასო ქომუნითები და ისარგებლოს პლატფორმის სხვა ფუნქციონალით.
მომხმარებლის მიერ კურსის, ჯგუფის ან გამოწერის შეძენა წარმოადგენს ცალკეულ ციფრულ მომსახურების ხელშეკრულებას, რომლის მხარეები არიან პლატფორმის ავტორიზებული მომხმარებელი და შპს „ლუპა ნეთვორქი“, ან შესაბამისი ავტორი, თუ იგი სარგებლობს მონეტიზაციის სქემით.
შეძენის (ტრანზაქციის) მომენტში გენერირდება კონკრეტული მომსახურების დეტალები: შინაარსი, წვდომის პირობები, ღირებულება და ვადები. ყველა ტრანზაქცია ექვემდებარება პლატფორმის წესებსა და პირობებს, ასევე შესაბამისი კონტენტის ავტორის მიერ დაწესებულ პოლიტიკას, თუკი ეს მითითებულია.
რეგისტრაცია
Loopa.ge-ის პლატფორმაზე სერვისებით სარგებლობისთვის მომხმარებელს სჭირდება ანგარიშის შექმნა. რეგისტრაციისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება და შემდეგი მონაცემების მითითება:
- სახელი და გვარი;
- ელ. ფოსტის მისამართი;
- მობილურის ნომერი (საჭიროების შემთხვევაში);
- პაროლი.
მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა შეუძლია როგორც კურსის ან ჯგუფის შეძენის პროცესში, ისე პლატფორმაზე პირველად ვიზიტისას, ვებგვერდის ან აპლიკაციის მეშვეობით.
ავტორიზაციის გზები:
- ელექტრონული ფოსტით (ელფოსტისა და პაროლის შეყვანით);
ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელს მიენიჭება პერსონალური პროფილი, რომელიც უზრუნველყოფს მის მიერ შეძენილი კონტენტისა და აქტივობების მართვას.
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
Loopa.ge-ის პლატფორმაზე რეგისტრაციითა და სერვისების გამოყენებით, მომხმარებელი ადასტურებს და თანხმდება შემდეგ პირობებზე:
- მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის სრული, ზუსტი და სანდო;
- არ გააყალბებს ან არ მიითვისებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას რეგისტრაციის ან ავტორიზაციისას;
- არ გამოიყენებს მომხმარებლის სახელს ან ნიკნეიმს, რომელიც შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, შეურაცმყოფელი, ან სხვაგვარად შეუფერებელი;
- არ გამოიყენებს პლატფორმას ყალბი, მატყუარა ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გასავრცელებლად;
- არ განასახიერებს სხვა პირებს, კომპანიებს ან ორგანიზაციებს მათ სახელით მოქმედების ან კომუნიკაციის მიზნით;
- არ დაარღვევს მესამე პირების უფლებებს, მათ შორის პირადობის, კონფიდენციალურობის, ინტელექტუალური საკუთრების და სხვა დაცულ უფლებებს;
- არ გამოიყენებს რაიმე ტექნიკურ, პროგრამულ ან სხვა სახის საშუალებას, რომელიც მიზნად ისახავს პლატფორმის სტრუქტურის, მონაცემების ან ფუნქციონალის არასწორ გამოყენებას, დაბლოკვას ან დაზიანებას;
- დაიცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებებს და არ გამოიყენებს Loopa.ge-ზე განთავსებულ მასალებს მათ შორის ლოგოებს, დიზაინს, ვიზუალურ კონტენტს, ბრენდ ელემენტებს Loopa.ge-ის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე;
- არ შეეცდება წვდომის მოპოვებას სხვა მომხმარებლის ანგარიშზე ან ავტორიზაციის დეტალებზე;
- არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს მისი ნების საწინააღმდეგოდ;
- არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პლატფორმის უსაფრთხოებას, სტაბილურობას ან გამართულ მუშაობას;
- არ დაარღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ამ წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას ან სხვა სამართლებრივ დოკუმენტებს, რომლებიც რეგულირებს Loopa.ge-ის გამოყენებას.
- მომხმარებელს, რომელიც არის 14 წელს მიღწეული, შეუძლია შექმნას ანგარიში და ისარგებლოს პლატფორმის სერვისებით, გარდა შემოსავლის მომტანი ფუნქციებისა (მაგ. ფასიანი ჯგუფის ან კურსის შექმნა);
- მხოლოდ 18 წელს მიღწეულ, ქმედუნარიან ფიზიკურ პირს შეუძლია შექმნას თემატური ჯგუფი (ქომუნითი) ან განათავსოს ფასიანი კურსი, შეაგროვოს ფული ან მიიღოს შემოსავალი პლატფორმიდან;
- არასრულწლოვან მომხმარებელს (14-დან 17 წლამდე) შეუძლია:
- დარეგისტრირდეს;
- შეუერთდეს ჯგუფებსა და კურსებს;
- შექმნას უფასო ჯგუფები ან კონტენტი, რომელიც არ უკავშირდება შემოსავლის მიღებას;
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მოიტყუება ასაკის შესახებ და გააქტიურებს შემოსავლიან ფუნქციონალს, Loopa.ge იტოვებს უფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს მომხმარებლის ანგარიში, გააყინოს დაგროვებული თანხა და დაიწყოს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები;
- მომხმარებელი იძლევა გარანტიას, რომ არ მოტყუებს პლატფორმას ასაკის შესახებ ინფორმაციის დამალვით ან გაყალბებით;
- ყველა სხვა პირობა, რაც რეგისტრაციისას და პლატფორმის გამოყენებისას მოქმედებს, ვრცელდება როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მომხმარებლებზე, თუ სხვაგვარად არ არის მითითებული.
ციფრული კონტენტის შეძენა (კურსის ან ქომუნითის) და ტრანზაქციების განხორციელება
Loopa.ge-ზე განთავსებული კურსების, თემატური ჯგუფების ან სხვა ციფრული კონტენტის შესაძენად მომხმარებელი ვალდებულია იყოს რეგისტრირებული და ავტორიზებული საკუთარ ანგარიშში.
მომხმარებლის მიერ ციფრული პროდუქტის შეძენის პროცესი მოიცავს შემდეგ ნაბიჯებს:
- მომხმარებელი ირჩევს სასურველ კურსს, თემატურ ჯგუფს ან გამოწერის გეგმას;
- დამატების შემდეგ, გადადის გადახდის გვერდზე, სადაც ხდება გადამისამართება უსაფრთხო გადახდის პროვაიდერის პლატფორმაზე;
- მომხმარებელი ახორციელებს ანგარიშსწორებას მასზე მიკუთვნებული გადახდის საშუალებით (მაგ. საბანკო ბარათი ან სხვა მხარდაჭერილი მეთოდი).
მნიშვნელოვანია: Loopa.ge არ ინახავს და არ ამუშავებს მომხმარებლის საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს. ყველა ფინანსური ოპერაცია ხორციელდება მესამე მხარის გადახდის მომსახურების პროვაიდერის დაცულ გარემოში. პლატფორმა იღებს მხოლოდ ტრანზაქციის სტატუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
შეძენილი ციფრული შინაარსი (კურსი, გამოწერა ან ჯგუფზე წვდომა) ავტომატურად აქტიურდება მომხმარებლის ანგარიშზე, როგორც კი გადახდა დადასტურდება. მომხმარებელს შეეძლება მის პირად პროფილში იხილოს წვდომის სტატუსი, შეძენილი პროდუქტები და მათი მოქმედების ვადები.
Loopa.ge იტოვებს უფლებას უარი თქვას ან გააუქმოს ციფრული პროდუქტის შეძენა თაღლითობის, უნებართვო ან ეჭვმიტანილი ტრანზაქციის არსებობის შემთხვევაში, ან უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევის საფრთხისას.
ასევე, პლატფორმას აქვს უფლება ცალმხრივად, მომხმარებლის თანხმობის გარეშე დააწესოს ან შეცვალოს ფასები, მინიმალური/მაქსიმალური შეძენის ლიმიტები ან აქციების პირობები, რაც არ საჭიროებს დამატებითი დოკუმენტაციის გაფორმებას მომხმარებლის მხრიდან.
შეძენილი ციფრული კონტენტის საკუთრება არ გადადის მომხმარებელზე. მომხმარებელი იღებს მხოლოდ დროებით, არაექსკლუზიურ წვდომას შესაბამის შინაარსზე პირადი მოხმარების მიზნით, წინასწარ განსაზღვრული პირობებით.
ციფრული კონტენტის დაბრუნების ან წვდომის შეწყვეტის წესები დეტალურად გაწერილია გადახდისა და ანაზღაურების პოლიტიკის სექციაში.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და კურსის/ქომუნითის შეძენა
მომხმარებელი, რომელიც ავტორიზებულია საკუთარ ანგარიშში, უფლებამოსილია შეიძინოს პლატფორმაზე განთავსებული ციფრული შინაარსი, როგორიცაა სასწავლო კურსები, თემატური ჯგუფები ან გამოწერის გეგმები.
შეძენის პროცედურა მოიცავს შემდეგ საფეხურებს:
- მომხმარებელი ირჩევს სასურველ კურსს ან ჯგუფს და იწყებს შეძენის პროცესს;
- გადამისამართდება გადახდის გვერდზე, რომელიც ოპერირდება უსაფრთხო გადახდის პროვაიდერის მიერ;
- მომხმარებელი მიუთითებს საჭირო გადახდის დეტალებს და ადასტურებს ტრანზაქციას.
Loopa.ge არ აგროვებს და არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს. ფინანსური ოპერაციები ხორციელდება დაცულ გადახდის სისტემაში, ხოლო პლატფორმა იღებს მხოლოდ გადახდის დადასტურების ინფორმაციას.
შეძენილი ციფრული შინაარსი ავტომატურად ხელმისაწვდომი ხდება მომხმარებლის პროფილში გადახდის წარმატებით შესრულების შემდეგ. Loopa.ge იტოვებს უფლებას უარი თქვას ან გააუქმოს ტრანზაქცია თაღლითობის ან უკანონო ქმედების საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
ასევე, პლატფორმა უფლებამოსილია ცალმხრივად დააწესოს ან შეცვალოს ფასები, ტრანზაქციების ლიმიტები და პირობები მომხმარებელთან წინასწარი შეტყობინების გარეშე, რაც არ საჭიროებს დამატებით დოკუმენტაციას.
მომხმარებელი არ იძენს კურსზე ან ჯგუფზე მფლობელობას. მას ენიჭება წვდომის უფლება შეძენილი პროდუქტის პირადი მოხმარების მიზნით, პლატფორმის პირობების შესაბამისად. შეძენილი კურსის/ჯგუფის/ქომუნითის დაბრუნების, წვდომის შეწყვეტის ან შეზღუდვის წესები მოცემულია თანხის დაბრუნების პოლიტიკის დოკუმენტში.
შეძენილი კურსის/ქომუნითის მიწოდების წესები და პირობები
Loopa.ge-ზე შეძენილი პროდუქტი წარმოადგენს ციფრულ კონტენტს, როგორიცაა სასწავლო კურსები, თემატური ჯგუფები და გამოწერები. შესაბამისად, ფიზიკური მიწოდება არ ხდება და არ მოითხოვება მომხმარებლის მისამართის მითითება.
მომხმარებელი ადასტურებს და თანხმდება, რომ:
- ციფრული კონტენტი გადაეცემა ელექტრონულად და გახდება ხელმისაწვდომი მისი პირადი ანგარიშიდან ტრანზაქციის წარმატებით დასრულებისთანავე;
- ციფრული პროდუქტების მიწოდება გულისხმობს წვდომის მინიჭებას, რაც არ გულისხმობს კონტენტის სრულ მფლობელობაში გადაცემას ან ჩამოსატვირთ ფიზიკურ ფაილებს ყველა შემთხვევაში;
- მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ავტორიზაციის უსაფრთხოება და არ გადასცეს ექაუნთი მესამე პირს, წვდომა შეძენილ კონტენტზე უკავშირდება კონკრეტულ ანგარიშს და არა პიროვნებას ან მოწყობილობას.
Loopa.ge არ აგებს პასუხს იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მოწყობილობაზე არსებული ტექნიკური პრობლემების ან ინტერნეტქსელის შეფერხების გამო ვერ მოხდება წვდომა შეძენილ კონტენტზე.
ინფორმაცია პერსონალური მონაცემების დამუშავებისა და უსაფრთხოების შესახებ იხილეთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
პირადი ანგარიშის დახურვა და წვდომის შეზღუდვა
Loopa.ge უფლებამოსილია ცალმხრივად შეზღუდოს ან სრულად დახუროს მომხმარებლის ანგარიში, თუ:
- დადგინდა, რომ მომხმარებელმა დაარღვია პლატფორმის წესები და პირობები, მათ შორის ინტელექტუალური საკუთრების, კონტენტის განთავსების ან სხვა მომხმარებლის უფლებების დარღვევა;
- მომხმარებელმა მიაწოდა ყალბი, მცდარი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია რეგისტრაციის ან სხვა ფორმების შევსებისას;
- ადგილი ჰქონდა ფინანასური თაღლითობის ან პლატფორმის არასათანადო გამოყენების ფაქტს;
- მომხმარებელი იყენებს პლატფორმას არასანქცირებული მიზნებისთვის, მათ შორის უკანონო საქმიანობის მხარდასაჭერად ან რეკლამირებისთვის.
Loopa.ge გააგზავნის მომხმარებლის ელფოსტაზე შესაბამის გაფრთხილებას, დააკონკრეტებს დარღვევის ტიპს და განაცხადებს წვდომის შეზღუდვის ან ანგარიშის გაუქმების თაობაზე. მომხმარებელს შეუძლია აღნიშნულთან დაკავშირებით დაუკავშირდეს მხარდაჭერის ჯგუფს დამატებითი ინფორმაციისთვის.
ანგარიშის გაუქმება მომხმარებლის მხრიდან
მომხმარებელს შეუძლია საკუთარი სურვილით გააუქმოს ანგარიში. ამისათვის:
- უნდა შევიდეს პირად პროფილში;
- გადავიდეს პარამეტრების სექციაში;
- დააწკაპუნოს ღილაკზე „ანგარიშის წაშლა“;
- აღნიშნული ქმედება დაუყოვნებლივ წყვეტს მომხმარებლის წვდომას პლატფორმაზე და ავტომატურად აჩერებს ყველა აქტიურ გამოწერასა და წევრობას.
ავტომატური ცვლილებები ანგარიშის წაშლისას
- ანგარიშის წაშლისთანავე ყველა მიმდინარე გამოწერა (subscription) ავტომატურად გაუქმდება და შეწყდება ხელახალი ბილინგი;
- შეწყდება წვდომა ყველა შეძენილ კურსზე, ჯგუფზე ან თემატურ კონტენტზე;
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი დაბლოკილია ქომუნითის ავტორის ან პლატფორმის მიერ, ავტომატურად შეწყდება წვდომა ამ ჯგუფზე და გაუქმდება დაკავშირებული გამოწერა;
- ანგარიშის წაშლა ან დაბლოკვა არ იწვევს ავტომატურ თანხის დაბრუნებას უკვე შეძენილი მომსახურებისთვის;
- წვდომის შეწყვეტის შემდეგ მონაცემების შენახვა და აღდგენა აღარ არის შესაძლებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონით ან კომპლექსური დავის საფუძველზე საჭიროა მათი შენახვა.
ავტორის სტატუსი და როლები
Loopa.ge-ს პლატფორმაზე თემატური ჯგუფის (ქომუნითის) შექმნის უფლება ენიჭება მხოლოდ 18 წელს მიღწეულ, ქმედუნარიან ფიზიკურ პირს. ასეთი მომხმარებელი იძენს ავტორის სტატუსს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას და უფლებამოსილებას, იმუშაოს როგორც ადმინისტრატორმა, შექმნას კონტენტი, მართოს ჯგუფის დინამიკა და, საჭიროების შემთხვევაში, მოახდინოს ჯგუფის მონეტიზაცია ფასიანი გამოწერების გზით.
ავტორის უფლებამოსილება მოიცავს:
- ადმინისტრაციის უფლება — ავტორი თავად წყვეტს, რომელი მომხმარებელი გაწევრიანდება მის ქომუნითში და ვის უარყოფს წვდომას. ასევე შეუძლია წაშალოს სხვა წევრის პოსტები, კომენტარები და მედიაფაილები, რაც ეწინააღმდეგება ჯგუფის წესებს ან პლატფორმის პოლიტიკას;
- ჯგუფის პოლიტიკის განსაზღვრა — ავტორი ადგენს ჯგუფის მიზანს, მიმართულებას, შინაარსობრივ სტანდარტს და თავის მხრივ ვალდებულია ეს ინფორმაცია გამჭვირვალედ მიაწოდოს წევრებს;
- ფასიანი წვდომის შექმნა — ჯგუფის ავტორს შეუძლია დააწესოს ფასიანი გამოწერის სისტემა, რომლის მეშვეობითაც წევრებს ექნებათ წვდომა ექსკლუზიურ მასალებზე ან სერვისებზე. აღნიშნული ფუნქციონალი აკისრებს ავტორს ფინანსურ პასუხისმგებლობას და ევალება დაემორჩილოს კანონით განსაზღვრულ რეგულაციებს.
წესები და შეზღუდვები ავტორისთვის
Loopa.ge-ს წესები მკაცრად არეგულირებს ავტორების ქმედებებს სამი ძირითადი მიმართულებით:
1. კონტენტის დებულება
ავტორს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ქომუნითში განთავსებულ კონტენტზე. აკრძალულია:
- დისკრიმინაციული, სიძულვილის ენით გაჯერებული, მუქარის შემცველი ან ძალადობის წამახალისებელი პოსტები;
- ყალბი, შეცდომაში შემყვანი ან დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება;
- იმ კონტენტის განთავსება, რომელზეც ავტორს არ აქვს შესაბამისი ლიცენზია ან ნებართვა (მაგ. სხვისი ვიდეო, ფოტო, გრაფიკული ელემენტი).
2. მოდერაცია
ავტორი ვალდებულია:
- აქტიურად მართოს ჯგუფში აქტივობა;
- შეამოწმოს პოსტები და კომენტარები;
- რეაგირება მოახდინოს წესების დარღვევაზე — მათ შორის შეურაცხმყოფელი ან სპამის შემცველი მასალების დაუყოვნებლივ წაშლა ან გამოყენების შეზღუდვა კონკრეტული მომხმარებლისთვის.
3. თაღლითობისა და ფინანსური მანიპულაციის პრევენცია
ფასიანი ქომუნითები არ უნდა გახდეს:
- თაღლითური სქემების ნაწილი (მაგ. ფულის გამოძალვა);
- უკანონო საქმიანობის დაფარვის ან პოპულარიზაციის საშუალება;
- ფინანსური მანიპულაციის ინსტრუმენტი (მაგ. პირამიდული სქემები, ყალბი ინვესტიციები).
თუ ავტორი დაარღვევს ზემოხსენებულ წესებს:
- Loopa.ge უფლებამოსილია დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან სრულად დაბლოკოს ჯგუფის ფუნქციონირება;
- გაყინოს დაგროვებული თანხები ანგარიშზე;
- საჭიროების შემთხვევაში მიმართოს შესაბამის სამართლებრივ ინსტანციებს, მათ შორის სამართალდამცავ ორგანოებს.
კომუნიკაციის მონიტორინგი და მონაცემებზე წვდომა
Loopa.ge წარმოადგენს ღია და თემატურად ორიენტირებულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს მომხმარებლებს სასწავლო და თემატური გამოცდილების გარშემო. ჩვენი პასუხისმგებლობაა უზრუნველვყოთ როგორც კონტენტის, ისე მომხმარებელთა ქცევის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასა და პლატფორმის შიდა რეგულაციებთან. ამ მიზნით, პლატფორმა ახორციელებს მონიტორინგსა და კონტროლს, რაც მოიცავს როგორც ჯგუფურ კომუნიკაციას, ისე პირად მიმოწერას კონკრეტულ შემთხვევაში.
Loopa.ge-ზე გატარებული მიმოწერები არ არის end-to-end დაშიფრული. ეს ნიშნავს, რომ პლატფორმის ადმინისტრაციას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში, წვდომა ჰქონდეს შეტყობინებებზე ტექნიკური და სამართლებრივი მიზნებისთვის. მომხმარებელი, რომელიც სარგებლობს პლატფორმის ფუნქციონალით (მათ შორის, პირადი ან ჯგუფური კომუნიკაციით), თანხმდება, რომ:
- პლატფორმის უსაფრთხოების სისტემა, მათ შორის AI-ზე დაფუძნებული მონიტორინგის მექანიზმი, ავტომატურად ამოწმებს შინაარსს არაავტორიზებული, არალეგალური ან ეჭვმიტანილი ქმედებების აღმოჩენის მიზნით;
- იმ შემთხვევაში, თუ დაიდასტურებს დარღვევა ან მომხარებლის ქმედება შეიცავს კრიმინალურ ან ეჭვმიტანილ ქმედებებს (მაგ: თაღლითობა, ბულინგი, ძალადობა, სიძულვილის ენა, ფინანსური მანიპულაცია, მუქარა ან ბავშვთა უსაფრთხოების საფრთხე), Loopa.ge იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ მოიპოვოს წვდომა კონკრეტულ მიმოწერაზე ან ჯგუფზე;
- შიდა ადმინისტრაციას, ამ შემთხვევებში, შეუძლია ნახოს ყველა ინფორმაცია და ისტორია — შეტყობინებები, გაზიარებული ფაილები, აქტივობები და მომხმარებელთა ინტერაქცია;
- იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დარღვევის იდენტიფიკაცია, აღნიშნული მონაცემები შესაძლებელია გადაეცეს სამართალდამცავ ან საგამოძიებო უწყებებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
Loopa.ge არ ახორციელებს სრულ მონიტორინგს მომხმარებლების შინაარსზე განუწყვეტლივ, მაგრამ ინარჩუნებს უფლებას მოახდინოს რეაგირება იმ შემთხვევაში, თუ:
- მომხმარებლის მიერ იქნება აქტიური დარღვევის მოხსენება;
- პლატფორმის AI-სისტემამ ავტომატურად ამოიცნო საეჭვო, იძულებითი ან არაკანონიერი ქმედება;
- ადმინისტრაციის მიერ იქნება მიღებული შესაბამისი სამართლებრივი მოთხოვნა.
მომხმარებელი, რომელიც იყენებს პლატფორმას, აცნობიერებს, რომ მისი კონტენტი, მათ შორის პირადი მიმოწერა, არ ექვემდებარება აბსოლუტურ კონფიდენციალურობას. სისტემაში შეტანილი და გაზიარებული კონტენტი უნდა იყოს მორალურად და იურიდიულად სუფთა, რადგან დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პლატფორმა ვალდებულია იმოქმედოს საზოგადოების და კანონის ინტერესებიდან გამომდინარე.
არასრულწლოვან მომხმარებელთა შეზღუდვები
Loopa.ge უზრუნველყოფს არასრულწლოვანი მომხმარებლების დაცვას და კანონმდებლობასთან შესაბამისობას. მომხმარებლებს, რომლებიც არიან 14-დან 17 წლამდე, გააჩნიათ შეზღუდული წვდომა პლატფორმის გარკვეულ ფუნქციონალზე.
- შეძლებენ:
- რეგისტრაციას და პლატფორმის ძირითადი სერვისებით სარგებლობას;
- თემატურ ჯგუფებში (ქომუნითებში) გაწევრიანებას;
- უფასო ჯგუფების (ქომუნითების) შექმნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ ემსახურება რაიმე ტიპის ფულად ან მონეტიზებულ მიზანს.
- არ შეუძლიათ:
- შექმნან ფასიანი ქომუნითები ან კურსები;
- გამოიყენონ პლატფორმის მონეტიზაციის მექანიზმები (მათ შორის, პირდაპირი ან ირიბი გზით);
- მიიღონ რაიმე სახის გადახდა ან შემოსავალი პლატფორმიდან.
თუ არასრულწლოვანი მომხმარებელი დაარღვევს წესებს, მაგალითად:
- შეცვლის ასაკს, რათა განახორციელოს შემოსავლის მიღება;
- შექმნის ფასიან ქომუნითს ან დაიწყებს თანხის მიღებას სხვა გზით;
Loopa.ge უფლებამოსილია:
- დაუყოვნებლივ დაბლოკოს ან შეზღუდოს მისი ანგარიში;
- გაყინოს მის ანგარიშზე არსებული თანხები;
- განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი ან ადმინისტრაციული ზომები.
პასუხისმგებლობის შეზღუდვა
Loopa.ge შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად იყენებს ტექნიკურ და ორგანიზაციულ მექანიზმებს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თუმცა ვერ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირები მოახდენენ არაუფლებამოსილი წვდომის განხორციელებას ან გამოიწვევენ მონაცემთა დარღვევას, ტექნიკურ შეფერხებას ან სხვა ზიანს.
მომხმარებელი, რომელიც რეგისტრირდება Loopa.ge-ზე, ადასტურებს, რომ არის მინიმუმ 14 წლის ასაკში, ხოლო ქომუნითის ან კურსის ავტორი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული, ქმედუნარიანი პირი. ის იღებს პლატფორმის გამოყენების სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ მოქმედებებზე და ამას აკეთებს საკუთარი ნებითა და რისკით.
Loopa.ge არ იძლევა გარანტიას, რომ პლატფორმა ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი ტექნიკური ან სხვა შეფერხებების გარეშე. სერვისის დროებითი ან ხანგრძლივი შეწყვეტა შესაძლებელია დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების, პროგრამული შეცდომების, ინტერნეტ პროვაიდერების ან სხვა მიზეზების გამო, რომელთა კონტროლიც კომპანიის ძალებს არ აღემატება.
Loopa.ge არ აგებს პასუხს:
- მომხმარებლის მიერ ავტორიზაციის დეტალების (პაროლი, ელფოსტა და ა.შ.) გაუფრთხილებლობით გადაცემის შემთხვევაში გამოწვეულ შედეგებზე;
- მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე უნებართვო წვდომისას დამდგარ ზიანზე;
- ავტორების მიერ დამატებული კონტენტის სიზუსტესა და შინაარსზე;
- იმ ზარალზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის არასწორი გამოყენებით ან სისტემის ბოროტად გამოყენებით;
- სერვისებზე წვდომის დროებით შეწყვეტაზე, რომელიც დაკავშირებულია ტექნიკურ ან ბუნებრივ მიზეზებთან;
- ავტორისა და მომხმარებლებს შორის წარმოშობილ პირდაპირ ურთიერთობებზე ან დავებზე;
- ნებისმიერი ინტელექტუალური საკუთრების დარღვევაზე, რომელიც გამოწვეულია მომხმარებლის ან ავტორის ქმედებით.
Loopa.ge-ის მხრიდან პასუხისმგებლობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის დადგინდა სასამართლოს მიერ, შემოიფარგლება მხოლოდ იმ კონკრეტული ტრანზაქციის თანხის ოდენობით, რომლის ფარგლებშიც ადგილი ჰქონდა დარღვევას ან ზიანის მიყენებას.
შეზღუდვები ვებგვერდის გამოყენებისას
Loopa.ge ვებსაიტზე და აპლიკაციაში წარმოდგენილი ინფორმაცია, ფუნქციონალი და შინაარსი შესაძლოა შეიცვალოს, განახლდეს ან მოიხსნას წინასწარი გაფრთხილების გარეშე. კომპანია არ ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი კონკრეტული სერვისის მუდმივი ხელმისაწვდომობა და იტოვებს უფლებას, შეწყვიტოს მომსახურება, რომლის გაგრძელება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას ან კომპანიის პოლიტიკას.
მომხმარებელს კატეგორიულად ეკრძალება:
- ვებსაიტის, აპლიკაციის ან პლატფორმის გამოყენება უკანონო მიზნებისთვის;
- სისტემებში ან მომხმარებლის ანგარიშებში არასანქცირებული შეღწევის მცდელობა;
- ავტორების ან სხვა მომხმარებლების კონტენტის კოპირება, გავრცელება, ცვლილება ან უკანონო მონეტიზაცია;
- სერვისზე ან ტექნიკურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმა (DDoS, ჰაკერული ქმედებები და ა.შ.);
- სკრიპტების, ბოტების, ან სხვა ავტომატიზებული სისტემების გამოყენება შინაარსის ან მონაცემთა არაკანონიერი გზით მოსაპოვებლად;
- ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად აზიანებს Loopa.ge-ის რეპუტაციას, უსაფრთხოებას, ინტელექტუალურ საკუთრებას ან სხვა მომხმარებლების გამოცდილებას.
Loopa.ge იტოვებს უფლებას, დაუყოვნებლივ შეზღუდოს ან დაბლოკოს მომხმარებლის ანგარიში, შეაჩეროს წვდომა კონკრეტულ ფუნქციონალზე და დაიწყოს სამართლებრივი პროცედურები აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში.
მარკეტინგი
მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის საშუალებით Loopa.ge-ს შეუძლია მიაწოდოს მომხმარებელს სარეკლამო მასალები, მათ შორის მისთვის საინტერესო შეთავაზებები, ფასდაკლებები, კურსების ან ჯგუფების რეკომენდაციები, სიახლეები და პლატფორმის მომსახურების გაუმჯობესებასთან დაკავშირებული კომუნიკაცია.
Loopa.ge მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში იყენებს შემდეგ მონაცემებს: სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და მობილური ნომერი.
Loopa.ge უფლებამოსილია მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს მესამე პირებს მხოლოდ იმ მოცულობით და იმ სამართლებრივი საფუძვლით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის თანხმობა ითვლება გაცემულად აქტიური ქმედების შედეგად, რაც შეიძლება მოიცავდეს პირად ანგარიშში შესაბამის პარამეტრის მონიშვნას ან შესაბამის ღილაკზე დაჭერას.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოხმოს მიცემული თანხმობა. მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა, Loopa.ge ვალდებულია შეწყვიტოს პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების მიწოდება.
მომხმარებელს შეუძლია თანხმობის მართვა თავის პირად ანგარიშში არსებული პარამეტრების ველში, ღილაკის „switch on/off“ გამოყენებით, რომლის საშუალებითაც მას შეუძლია ცალსახად დააფიქსიროს თანხმობა ან უარი შემდეგ საკითხებზე:
- პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მისი პერსონალური მონაცემების დამუშავება;
- შეთავაზებების, სიახლეების და რეკლამების SMS ან ელფოსტით მიღება.
Loopa.ge ვალდებულია, აღრიცხოს და შეინახოს მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობის გაცემისა და გამოხმობის დრო და ფაქტი. აღნიშნული ინფორმაცია ინახება მთელი იმ ვადით, როცა ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი და მის შეწყვეტიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია: პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ვრცელდება იმ ტიპის კომუნიკაციაზე, რომელიც დაკავშირებულია პლატფორმის ფუნქციონირებასთან, ანგარიშის განახლებებთან ან მომსახურების ცვლილებებთან.
საავტორო უფლებები
ვებგვერდზე და აპლიკაციაში განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული ელემენტი, ვიზუალური კომპონენტი, დიზაინი, ლოგო, ვიდეო/აუდიო კონტენტი, პროგრამული კოდი, სტრუქტურა და ფუნქციური ლოგიკა წარმოადგენს შპს „ლუპა ნეთვორქ“-ის საკუთრებას და დაცულია შესაბამისი ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობით.
Loopa.ge-ს სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია საქპატენტში და წარმოადგენს შპს „ლუპა ნეთვორქ“-ის საკუთრებას. სასაქონლო ნიშნების, ვებგვერდისა და აპლიკაციის შინაარსის გამოყენება აკრძალულია კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
მომხმარებელს არ აქვს უფლება:
- გამოიყენოს Loopa.ge-ს ლოგო, დიზაინი ან შინაარსი კომერციული მიზნებით;
- დაამახინჯოს ან დაამციროს Loopa.ge-ს ბრენდი ან რეპუტაცია;
- შექმნას ფიშინგ გვერდები ან მესამე პირის რესურსები, რომლებიც იმიტირებს Loopa.ge-ს იდენტობას;
- გადაამუშაოს, გაყიდოს ან გადაავრცელოს პლატფორმაზე განთავსებული კონტენტი, მათ შორის კურსების, ვიდეოების ან ჯგუფების შინაარსი ავტორების თანხმობის გარეშე.
მომხმარებლის მიერ კურსის შეძენა ან ქომუნითიში გაწევრიანება არ ნიშნავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების გადაცემას. კურსებისა და ჯგუფების ავტორები ინარჩუნებენ თავიანთ საავტორო უფლებებს.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ან სხვა პირი თვლის, რომ მისი საავტორო უფლება დაირღვა Loopa.ge-ზე განთავსებული მასალის მეშვეობით, მას აქვს უფლება დაგვიკავშირდეს ელ. ფოსტით და წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია დარღვევის შესახებ, მათ შორის:
- იმ შინაარსის ბმული, რომელიც, სავარაუდოდ, არღვევს საავტორო უფლებას;
- მტკიცებულება უფლებების მფლობელობის შესახებ;
- საკონტაქტო ინფორმაცია სამართლებრივი კომუნიკაციისთვის.
Loopa.ge უფლებას იტოვებს, რეაგირება მოახდინოს კანონით გათვალისწინებული წესით, მათ შორის, შეზღუდოს წვდომა ან წაშალოს შესაბამისი კონტენტი დარღვევის დადასტურების შემთხვევაში.
საავტორო უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირი სრულად აგებს პასუხს მიყენებული მატერიალური და არამატერიალური ზიანისთვის, რაც შესაძლოა მოიცავდეს კომპანიის სამართლებრივი და ადმინისტრაციული ხარჯების ანაზღაურებას.
მესამე მხარე
Loopa.ge არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ვებგვერდების, პლატფორმებისა ან სხვა ციფრული რესურსების შინაარსზე, წესებსა და პირობებზე, რომელთა ბმულებიც შესაძლოა განთავსებული იყოს Loopa.ge-ის ვებგვერდზე ან აპლიკაციაში. აღნიშნული გარე ბმულები მოცემულია მხოლოდ ინფორმაციული მიზნებისთვის ან პარტნიორული კავშირების ფარგლებში და მათზე გადასვლის შემთხვევაში მომხმარებელი ტოვებს Loopa.ge-ის სამართლებრივ სივრცეს.
მესამე მხარის ვებგვერდზე მოქმედი წესები, პირობები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა შესაძლოა არსებითად განსხვავდებოდეს Loopa.ge-ის პოლიტიკისგან. შესაბამისად, Loopa.ge მომხმარებელს მოუწოდებს, თითოეული გარე ბმულის გახსნისას გაეცნოს შესაბამისი ვებგვერდის რეგულაციებს, რათა არ შეექმნას გაუთვალისწინებელი სამართლებრივი და ტექნიკური რისკები.
Loopa.ge იხსნის სრულ პასუხისმგებლობას მესამე მხარის ქმედებებზე, მათ შინაარსზე, ტექნიკურ პოლიტიკაზე ან მომხმარებლის მონაცემების დამუშავებაზე.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მომხმარებელი და შპს „ლუპა ნეთვორქ“ (შემდგომში – „Loopa.ge“) შეთანხმდებიან, რომ ნებისმიერი დავა ან უთანხმოება, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას წინამდებარე წესებისა და პირობების ან პლატფორმის გამოყენების შედეგად, უპირველესად განიხილება მოლაპარაკების გზით.
მოლაპარაკებების წარუმატებლობის შემთხვევაში, დავის განხილვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოში.
თუ წინამდებარე დოკუმენტის რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ცნეს ბათილად ან სამართლებრივად დაუშვებლად, ეს არ იმოქმედებს დოკუმენტის სხვა დებულებების მოქმედებაზე, რომლებიც რჩება სრულად ძალაში და მოქმედებაში.
წესების ცვლილება და განახლება
Loopa.ge იტოვებს უფლებას, წინამდებარე წესებსა და პირობებში, ასევე კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ან სხვა რეგულაციებში ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ან დამატებები, მომხმარებლისთვის წინასწარი შეტყობინების გარეშე. ცვლილებები ძალაში შევა მათი ვებგვერდზე ან აპლიკაციაში გამოქვეყნებისთანავე.
მომხმარებლის მიერ Loopa.ge-ის ვებგვერდისა ან აპლიკაციის გამოყენების გაგრძელება ცვლილებების გამოქვეყნების შემდეგ ავტომატურად ითვლება ცვლილებებზე თანხმობად.